ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში, გვირაბთან მაშველები არიან მობილიზებული. ადგილობრივმა მოსახლეობამ წყალში მამაკაცის ცხედარი შენიშნა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
„სოფლის მცხოვრებლებმა მამაკაცის ცხედარი შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს. მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ცხედრის ამოტანას. ჯერჯერობით, მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებით“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.