ჩოხატაურში, N1 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან მე-12 კლასის მოსწავლე ჩამოვარდა
ჩოხატაურში, N1 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან მე-12 კლასის მოსწავლე ჩამოვარდა. გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, რომელსაც კვლევები უტარდება.
როგორც ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ვესაუბრე კლინიკის ხელმძღვანელს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი და ორგანული დაზიანებები ჯერ არ გამოვლენილა. ზუსტი პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი. როგორც ბავშვები ამბობენ, გოგონა ე.წ სელფს იღებდა. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – აცხადებს შორენა სიხარულიძე.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. „თავად გოგონას განცხადებით, ის ფანჯრიდან „სელფის“ გადაღების დროს გადმოვარდა“, – აცხადებენ უწყებაში.