ძლიერმა ქარმა ჩოხატაურში პრობლემები შექმნა. სოფლებში – კოხნარსა და ერკეთში მოტეხილია ხეები, დაწყვეტილია ელექტროსადენები. რამდენიმე უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
„ძლიერი ქარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. უკვე მისმა სიმძლავრემ იკლო. ვიღებთ ინფორმაციას სოფლების გამგებლებიდან.
შემაშფოთებელი ვითარება ნამდვილად არაა. სერიოზული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“, – აცხადებს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.