ჩოხატაურში 90 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში დასრულდება
ჩოხატაურში 90 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში დასრულდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერკეთში 90 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში დასრულდება.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.

სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, ხოლო რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს 100 სკოლაში ახორციელებს.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.