ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, იგი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. მკვლელობის დეტალები უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცავებს სავარაუდო ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავთ.