ტაილანდში ყველაზე მოკლე საჩოგბურთო მატჩი ჩატარდა.
ITF-ის ტურნირის მეორე წრეში ერთმანეთს ჰოლანდიელი მილიან ნისტენი და ჩინელი იან ბაი დაუპირისპირდნენ.
მათი შეხვედრა მხოლოდ ორი წუთი გაგრძელდა.
პირველი გათამაშების შემდეგ 29 წლის ნისტენმა, რომელიც 633-ე ადგილს იკავებს ATP-ის რეიტინგში, თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ასე რომ, მსოფლიოს 499-ე ჩოგანი, 28 წლის ბაი შემდეგ ეტაპზე უბრძოლველად გავიდა.