ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ჯონი ჯალაღონიამ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე თავად დაწერა.
ჯონი ჯალაღონიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციურმა გაერთიანებამ მიაღებინა“.
„მოგესალმებით მეგობრებო. როგორც მოგეხსენებათ, გახლავართ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღო! იმისთვის, რომ საკუთარ თავთან და ჩემს ხალხთან მართალი ვიყო, ვტოვებ პარტიას. ეს პრინციპული გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ გარემოებამ, რომ დავრწმუნდი, ვბრუნდებოდი წარსულში, კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციურმა გაერთიანებამ, სადაც ძირითადი ძალა იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რაც აშკარად ჩანს, ესკი ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მე მაინც ღიად დავუჭირე მხარი პარტია „საქართველოსთვის“ პარტიის ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. მეორე მიზეზი ბევრ სხვა მიზეზებს შორის ის იყო, რაც პირად შეურაცხოფად აღვიქვი, რომ ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა სახის მონიშვნით ხმის მიცემის დირექტივა, რაც საკმარისი გახდა, მიმეღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, ვისაც მართლა დამოუკიდებლად უნდა, ემსახუროს ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას, შემოგვიერთდით და ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე თავისუფალი ვიყოთ გადაწყვეტილებების მიღებაში და ასე ვაკეთოთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის საჭირო კეთილი საქმეები“, – დაწერა ჯონი ჯალაღონიამ.