ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს.

საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას უყარეს კენჭი, თუმცა კანდიდატმა ვერ მიიღო 14 ხმა, რაც აუცილებელი იყო თავმჯდომარის პოსტზე გამარჯვებისათვის.

კენჭისყრის დროს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა და „ლელოს“ ერთმა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ 12 წევრი და „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის შვიდი დეპუტატი

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა 12 ხმა მიიღო, შვიდი კი, გაბათილდა. კენჭისყრის შემდეგ სხდომაზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წამოაყენა პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ , თუმცა 2-საათიანი შესვენების შემდეგ, საკრებულოს უხუცესმა წევრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სხდომას არ ესწრებიან არც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და შესაბამისად კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შესვენების შემდეგ სხდომათა დარბაზში მხოლოდ „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრები იმყოფებოდნენ. პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიგა ფარულავამ სხდომის ჩაშლაში დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი თქმით, ისინი იმყოფებოდნენ საკრებულოს ეზოში და აპარატის უფროსს ან უხუცესს უნდა გაეგრძელებინა სხდომის განახლების შესახებ.