ჩივნინგის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს დიდი ბრიტანეთის საელჩომ უმასპინძლა
ჩივნინგის პროგრამის 2018/19 სასწავლო წლის მონაწილე სტუდენტებს დიდი ბრიტანეთის საელჩომ უმასპინძლა. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასრინ მაქენზი სმიტი პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და წარმატება უსურვა.
წელს სტიპენდია 17-მა სტუდენტმა მიიღო. ჩივნინგის პროგრამა საქართველოში უკვე 25 წელია მოქმედებს. მის ფარგლებში 250-ზე მეტმა ქართველმა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამა გაირეს.
„მოხარულები ვართ, რომ წელს საშუალება გვაქვს სტიპენდია 17 პროფესიონალს და მომავალ ლიდერს შევთავაზოთ. პროექტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ერთწლიანი პროგრამა გაიარონ ბრიტანეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. ჩივნინგის პროგრამა საქართველოში 25 წელია მოქმედებს. მის ფარგლებში ბევრმა ქართველმა მიიღო განათლება. მათი ნაწილი ახლა საქართველოში წამყვან პოზიციებზე მუშაობს, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში”, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.