ჩირო იმობილეს ფანების თავდასხმის გამო „ლაციოდან“ წასვლა სურს #1TVSPORT
„ლაციოს“ ფორვარდი ჩირო იმობილე რომაული კლუბის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Corriere della Sera-მ.
წყაროს ცნობით, „ლაციოს“ ფანების ნაწილს მიაჩნია, რომ იმობილეა დამნაშავე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურიციო სარის განთავისუფლებაში. ამის გამო ფორვარდი არაერთხელ გახდა ფანების თავდასხმის ობიექტი, თანაც ოჯახის წევრების თანდასწრებით. გარდა ამისა, იმობილეს მისამართით სოციალურ ქსელებში თავდასხმა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
„ლაციო“ განცხადებით გამოვიდა თავისი ფორვარდის მხარდასაჭერად.
„„Ლაციო“ სრულ სოლიდარობას უცხადებს თავის კაპიტანს იმობილესა და მის ოჯახს საგანგაშო და მიუღებელ თავდასხმებთან დაკავშირებით, რასაც ბოლო დღეებში ჰქონდა ადგილი.
სპორტი და, შესაბამისად, მისი ეთიკური ღირებულება ასეთად უნდა რჩებოდეს: სიტყვიერი ან ფიზიკური ძალადობის აქტი ერთსულოვნად უნდა დაგმონ – მტკიცედ და უალტერნატივოდ“, – წერია კლუბის განცხადებაში.