ჩინური კოსმოსური სადგურის ნამსხვრევები დედამიწაზე 24 საათში ჩამოვარდება, ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად საქართველოც სახელდება
ჩინური კოსმოსური სადგურის ნამსხვრევები დედამიწაზე 24 საათში ჩამოვარდება. ამის შესახებ ჩინელი მეცნიერები იუწყებიან, სადგური „ტიანგონ-1“ ჩინური კოსმოსური პროგრამის ფარგლებში 2011 წელს გაუშვეს ორბიტაზე.
ევროპული კოსმიური სააგენტოს მონაცემებით, სადგურის ნამსხვრევები დედამიწის ატმოსფეროში 2 აპრილს თბილისის დროით გამთენიისას 04:25-ზე შემოაღწევს.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ექსპლუატაციიდან გამოსული 8,5 ტონიანი სადგურის დიდი ნაწილი დაიშლება, თუმცა არსებობს საფრთხე რომ ზოგიერთი დიდი ნამსხვრევი მაინც ჩამოვარდება დედამიწის ზედაპირზე. ჩამოვარდნის ადგილად ათეულობით ქვეყანა სახელდება, დაწყებული ახალი ზელანდიიდან აშშ-მდე, მათ შორის არის საქართველოც.