ჩინური გამოცემა - მაიკ პომპეოს „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიაში შექმნის არავითარი მტკიცებულება არ აქვს და ამერიკის მოსახლეობის გასულელებას ცდილობს
ჩინური გამოცემა „გლობალ თაიმსი“ წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიაში შექმნის არავითარი მტკიცებულება არ აქვს და ამერიკის მოსახლეობის გასულელებას ცდილობს.
გამოცემა მაიკ პომპეოს განცხადებებს „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიიდან გავრცელების თაობაზე უსაფუძვლოს უწოდებს.
„გლობალ თაიმისის“ სტატიაში ნათქვამია, რომ პომპეომ ამ უსაფუძვლო ბრალდებით მთელი მსოფლიო გააოგნა.
როგორც გამოცემა წერს, რადგან პომპეომ განაცხადა, რომ მას საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვს, მაშინ ეს მტკიცებულება მსოფლიოს უნდა გაუზიაროს, განსაკუთრებით კი აშშ-ს მოსახლოებას, რომლის გასულელებასაც ის გამუდმებით ცდილობს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პომპეოს არავითარი მტკიცებულება არ აქვს და ინტერვიუს დროს იტყუებოდა.
პომპეომ, კვირას მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს საკმარისზე მეტი მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთში, კერძოდ უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა.