ჩინეთში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ფუძიანის პროვინციაში სტიქია ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. წყალდიდობის შედეგად რამდენიმე დასახლება დაიტბორა.
სტიქიამ დააზიანა ავტომაგისტრალები, რის გამოც რამდენიმე დასახლებასთან კომუნიკაცია გაწყვეტილია. დაშავებულთა შესახებ ცნობა ჯერ არ ვრცელდება.
სტიქიის ზონაში ამჟამად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.