ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას“ შედეგად 12,8 მილიონი ადამიანი დაზარალდა
ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას“ შედეგად 12,8 მილიონი ადამიანი დაზარალდა

ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას“ შედეგად 12,8 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ამის შესახებ „როიტერი“ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

სტიქიამ საერთო ჯამში ცხრა პროვინციას გადაუარა, სადაც 13 ათასი სახლი ბოლომდე დაინგრა, 119 ათასი კი ნაწილობრივ დაზიანდა. ამასთან ერთად, მასშტაბურმა ტაიფუნმა 996 ათას ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწა გაანადგურა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტაიფუნ „ლეკიმას“ 49 ადამიანი შეეწირა. 21 კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მეხანძრეები, ჯარისკაცები და პოლიციელები მუშაობენ. ათასობით ადამიანი ამ დრომდე დატბორილ დასახლებებში იმყოფება.