ჩინეთში, სკოლაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები
ჩინეთში, სკოლაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში სკოლაზე თავდასხმა მოხდა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და სკოლის თანამშრომლები. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

თავდასხმა გუანსი-ჯუანის ავტონომიურ რაიონში მოხდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დანით შეიარაღებული 50 წლის ასაკის მამაკაცი მოულოდნელად სკოლაში შეიჭრა და მოსწავლეებსა და თანამშრომლებს თავს დაესხა.  მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი ამავე სკოლაში დაცვის თანამშრომელია. ის პოლიციამ დააკავა. თავდასხმის მოტივი ჯერ დაუდგენელია.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა უმეტესობა ექვს წლამდე ასაკის ბავშვები არიან. მძიმეა ერთ-ერთი მოსწავლის, ასევე სკოლის დირექტორისა და დაცვის ერთი თანამშრომლის მდგომარეობა.