ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰარბინის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი ადგილობრივი დროით 14 საათზე მოულოდნელად გაჩნდა და შენობაზე სწრაფად გავრცელდა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, ინტოქსიკაციით და სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით საავადმყოფოში 20-მდე ადამიანი გადაიყვანეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებელი პირების უმკაცრესად დასჯის პირობას დებს