ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, რომელზე დაკავშირებაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ.
„გაცნობებთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ადგილობრივი ნომერი 10 64649945, ტექნიკური მიზეზების გამო, დროებით არ არის ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციის გამარტივებისთვის, დროებით გამოყოფილი იქნა საკონსულო სამსახურის დამატებითი ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მუდმივი ცხელი ხაზის ნომერია +86 13716877635, დროებითი ცხელი ხაზის ნომერი კი, +86 15910310804.