ჩინეთში საკონსტიტუციო შესწორებები მიიღეს, რომლითაც ქვეყნის ლიდერს თანამდებობაზე დარჩენა განუსაზღვრელად შეეძლება
ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო შესწორებებს, რომლითაც სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ორი ვადით არჩევის შეზღუდვა გაუქმდა.
BBC-ს ცნობით, სხდომაზე მყოფი 2964 დელეგატიდან შესწორებების წინააღმდეგ მხოლოდ ორმა კანონმდებელმა მისცა ხმა, სამმა კი თავი შეიკავა.
საკონსტიტუციო შესწორებების დამტკიცებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, სი ძინპინსა და მის მოადგილეს თანამდებობებზე ყოფნა სიცოცხლის ბოლომდე შეეძლებათ.
აქამდე მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოსტზე ყოფნა ორი ხუთწლიანი ვადით იყო შეზღუდული.
სი ძინპინი ჩინეთის სათავეში 2012 წლიდან იმყოფება.