ჩინეთში, ქარხანაში აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა
ჩინეთში, ქარხანაში აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გირინის პროვინციაში დაფიქსირდა.
როგორც ცნობილია, ავტომწარმოებელ ქარხანaში აფეთქება ადგილობრივი დროით 23:40 საათზე მოხდა. რის შემდეგაც შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
აფეთქების დროს ახლომდებარე ტერიტორიაზე არსებული 40-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით მთავრობამ ქარხანასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.
აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა.
ჩინეთის ტერიტორიაზე ქარხნებში უსაფრთხოების ზომების არ არსებობის გამო, მსგავსი ინციდენტები საკმაოდ ხშირად ხდება. ბოლო დიდი აფეთქება ივლისში მოხდა, როდესაც სიჩუანის პროვინციაში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების დროს 19 ადამიანი დაიღუპა.