ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 15 კი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. გარდაცვლილებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. დანგრეულია 20 საცხოვრებელი სახლი. სტიქია პროვინცია გუანჯოუს დაატყდა თავს.

როგორც ადგილობრივი მედია უწყება, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი სახლებიდან 40 ადამიანის უვნებლად ამოყვანა შეძლეს. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ადგილობრივი მთავრობის განკარგულებით, სკოლაში მოწყობილია დროებითი თავშესაფარი და საველე ჰოსპიტალი. ჩინეთის მთავრობა დაზარალებულების დასახმარებლად უკვე გამოყო 4,4 მილიონი დოლარი.