ჩინეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი, 52,2 გრადუსი დაფიქსირდა
ჩინეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანბაოში ტემპერატურამ ცელსიუსის შკალით 52,2 გრადუსს მიაღწია.
როგორც „როიტერი“ წერს, მანამდე ჩინეთში დაფიქსირებული ჰაერის ტემპერატურის მაქსიმალური ნიშნული 50,3 გრადუსს შეადგენდა. ეს ტემპერატურა 2015 წელს დაფიქსირდა.
ახალი ტემპერატურული რეკორდის ფონზე ჩინეთში იზრდება საშიშროება, რომ ქვეყანაში შარშანდელის მსგავსად რეკორდული გვალვა იქნება.