ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში 2 იანვრის შემდეგ თოვს. დიდთოვლობის შედეგად ჩინეთში 10 ადამიანი დაიღუპა.
ხუთი პროვინციიდან უკვე განხორციელდა ასობით ადამიანის ევაკუაცია. სტიქიის ზონაში დახმარებას ნახევარი მილიონი ადამიანი ელოდება.
თოვლმა და ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც სტიქიის ზონაში მცხოვრები ადამიანები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.
პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკური ზარალი უკვე 500 მილიონ იუანს აჭარბებს.