ჩინეთში დაკავებული ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის ცოლი საფრანგეთს თავშესაფარს სთხოვს
ჩინეთში დაკავებული ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის, მენ ჰუნვეის ცოლი საფრანგეთს თავშესაფარს სთხოვს.
BBC-ის ინფორმაციით, გრეის მენი და მისი შვიდი წლის ტყუპი შვილები ლიონში ცხოვრობენ, სადაც ინტერპოლის შტაბბინა მდებარეობს.
მენ ჰუნვეი სექტემბრის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ჩინეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მალევე, მენ ჰუნვეიმ ინტერპოლის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. მის ცოლსა და შვილებს პოლიცია იცავს.
ფრანგულ მედიასთან საუბრისას ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ განაცხადა, რომ მუქარებს იღებდა და ეშინია, რადგან ის შესაძლოა, გაიტაცონ.