ჩინეთში ავტომზიდის მძღოლი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
ჩინეთში ავტომზიდის მძღოლი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

ჩინეთის ქალაქ იანტაიში ავტომზიდის მძღოლი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით, 7:20 საათზე მოხდა.

მძღოლი ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც  შემხვედრ ავტომობილებს შეეჯახა და რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე გადააადგილა.

პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ცეცხლი გახსნა და მძღოლი ადგილზე მოკლა.   ის 45 წლის ჩინეთის მკვიდრი ვონგ ზიჰუა აღმოჩნდა. ჯერჯერობით დანაშაულის მოტივი უცნობია.