ჩინეთმა აშშ-ს მსოფლიოში უდიდესი ჯაშუში და მოთვალთვალე ქვეყანა უწოდა
ჩინეთმა აშშ-ს მსოფლიოში უდიდესი ჯაშუში და მოთვალთვალე ქვეყანა უწოდა.
„ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ეს საჰაერო ბურთი ე.წ. საჰაერო ფლოტის ნაწილია, რაც მე არ მესმის. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს საინფორმაციო და საზოგადოებრივი აზრის ომის ნაწილი, რომელსაც აშშ აწარმოებს ჩინეთის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს, თუ ვინ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯაშუში და მოთვალთვალე ქვეყანა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა.
აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთის შესვლამ ვაშინგტონში პოლიტიკური აღშფოთება გამოიწვია. ჩინეთი ამტკიცებს, რომ აშშ-ის მიერ ჩამოგდებული საჰაერო ბურთი ამინდის პროგნოზზე მუშაობდა, რომელმაც კურსი დაკარგა. პეკინმა აშშ გადაჭარბებულ რეაქციაში დაადანაშაულა.