ჩინეთმა ამერიკელ კონგრესმენს, ჯიმ მაკგოვერნს სანქციები დაუწესა. პეკინი ამერიკელ კანონმდებელს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
სანქციები ანგარიშების გაყინვას, ჩინეთში ტრანზაქციების აკრძალვას და ასევე მაკგოვერნისა და მისი ოჯახისთვის სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.
ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, ჯიმ მაკგოვერნი ბოლო წლებში ხშირად სიტყვიერად და საქმით ერეოდა ჩინეთის საშინაო საქმეებში და ძირს უთხრიდა ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარების ინტერესებს.