ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი - ჩინეთის სამხედროები მზად არიან, იმუშაონ რუს სამხედროებთან ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსის სრული რეალიზაციისთვის
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ჩინეთისა და რუსეთის სამხედროები ერთობლივად დაიცავენ საერთაშორისო სამართალს და სამართლიანობას. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ვუ ციანმა 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
რეპორტიორმა ჩინეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ პეკინში გამართულ შეხვედრაზე.
„პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა პუტინმა შეიმუშავეს ახალი გეგმა ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის. ჩინეთმა და რუსეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განაცხადა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და კოორდინაციის გაღრმავების შესახებ ახალ ეპოქაში, მიუთითეს რომ ისინი კიდევ უფრო გააღრმავებენ სამხედრო ორმხრივ ნდობას და კოორდინაციას, გააფართოებენ ერთობლივი წვრთნების მასშტაბებს, რეგულარულად ჩაატარებენ საზღვაო და საჰაერო პატრულირებას, განამტკიცებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ჩარჩოში. ასევე, მუდმივად გააუმჯობესებენ ორივე მხარის შესაძლებლობებს, ერთობლივად მოახდინონ რეაგირება რისკებსა და გამოწვევებზე. ჩინეთის სამხედროები მზად არიან, იმუშაონ რუს სამხედროებთან ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსის სრული რეალიზაციისთვის, სტრატეგიული კომუნიკაციისა და კოორდინაციის შემდგომი გამყარებისთვის, სამხედრო ნდობის გაღრმავებისთვის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ერთობლივად რეალიზაციისთვის, საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის ერთობლივად დაცვისთვის, საკუთარი წვლილის შეტანისთვის საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერაში“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.