ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში „კუნთების თამაში“ შეწყვიტოს
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში „კუნთების თამაში“ შეწყვიტოს

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში „კუნთების თამაში“ შეწყვიტოს.

ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ვეი ფენგეს განცხადებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის პროვოცირება და ესკალაცია არ უნდა მოხდეს.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ტაივანის ირგვლივ „ახალი გაურკვევლობები“ თავიდან უნდა იქნას აცილებული.

აშშ-ში საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ვაშინგტონი პეკინს სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციაში სდებს ბრალს.

17 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა თქვა, რომ რეგიონში სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, პეკინი სულ უფრო ხშირად მიმართავს იძულებას და დაშინებას.