ჩინეთის სანაპიროსთან ორი ხომალდის შეჯახების შემდეგ 32 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
ჩინეთის სანაპიროსთან ორი ხომალდის შეჯახების შემდეგ 32 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელიც ირანიდან სამხრეთ კორეაში მიემართებოდა, ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ ხომალდს შეეჯახა. ინციდენტი ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხდა.
როგორც ჩინური მედია იტყობინება, ეკიპაჟის 32 წევრი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მათ შორის 30 ირანის მოქალაქეა, ორი წარმოშობით ბანგლადეშიდან არის.
ირანიდან მომავალ ტანკერს 136 ათასი ტონა გაზის კონდენსანტი გადაჰქონდა.
შეჯახების დროს გემზე ხანძარი გაჩნდა. კონდენსანტის ნაწილი წყალში ჩაიღვარა. კატასტროფის ადგილზე იმყოფებიან ჩინური და სამხრეთკორეული გემები. მობილიზებულია ავიაციაც.