ჩინეთის საგარეო უწყება - ჩინეთი მზადაა, ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის საბოლოო პოლიტიკურ დარეგულირებას, განაგრძოს ძალისხმევა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის
მოსკოვში დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის დასასრულებლად ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მოლაპარაკებები გამართეს ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლი ჰუიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა.
„ჩინეთი მზადაა, განაგრძოს ძალისხმევა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის, შუამავლობისა და კონსენსუსის ჩამოყალიბებისთვის რუსეთს, უკრაინასა და სხვა შესაბამის მხარეებს შორის, ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის საბოლოო პოლიტიკურ დარეგულირებას“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.