ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შეშფოთებული ვართ ისრაელსა და პალესტინას შორის ძალადობის ესკალაციის გამო, მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე
ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო სწრაფი მოქმედებისკენ, რათა „გამონახოს გზა გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“.