ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რას წარმოადგენს NED და რას საქმიანობს.
როგორც ჩინეთის საგარეო უწყების სტატიაშია ნათქვამი, „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“, ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით.
„NED- ი ამას აკეთებს დემოკრატიის განვითარების ეგიდით. მის მიერ ჩადენილმა უამრავმა ბოროტებამ მოიტანა დიდი ზიანი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასება დაიმსახურა. ბოლო წლებში NED-ი მუდმივად იცვლიდა ტაქტიკას. ის უფრო შორს წავიდა, დაიწყო რა მოქმედება მშვიდობის, განვითარებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტენდენციის წინააღმდეგ. ის ცნობილი გახდა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, დივერსიისა და საბოტაჟის მცდელობებით. უაღრესად მნიშვნელოვანია NED-ის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავი დივერსიისა და საბოტაჟისგან, გაუწიონ წინააღმდეგობა, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები, მხარი დაუჭირონ მშვიდობასა და განვითარებას მთელ მსოფლიოში, ასევე, საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას. NED-ი ირწმუნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას საზღვარგარეთ. ფაქტობრივად, ის მოქმედებს როგორც აშშ-ს მთავრობის „თეთრი ხელთათმანები“, ახორციელებს დივერსიას, ინფილტრაციას და საბოტაჟს მთელ მსოფლიოში. NED-ი არის ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ფარული ოპერაციების შემსრულებელი. NED-ი შეიქმნა აშშ-ს მთავრობის ეგიდით. NED-ს აფინანსებს აშშ-ს მთავრობა. NED-ის პროგრამები ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ს საელჩოების მიერ. . NED-ი ანგარიშს აბარებს აშშ-ს მთავრობას თავისი საქმიანობის შესახებ და იღებს სამთავრობო აუდიტს და ზედამხედველობას. აშშ-ს მთავრობას აქვს წვდომა NED-ის მიერ დაფინანსებული ყველა პროგრამის შესახებ“, – ნათქვამია სტატიაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ NED-ი ახდენს „ფერადი რევოლუციების პროვოცირება სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ძალაუფლების დასამხობად“.
„არაბული გაზაფხულის“ დაწყების შემდეგ NED-მა ფართოდ გამოიყენა სოციალური მედიის პლატფორმები და დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციები მულტიმედიური კონტენტის გასავრცელებლად და ონლაინ ტრენინგების უზრუნველსაყოფად, ფერადი რევოლუციების პროვოცირების მიზნით. 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის. 2013-2014 წლების ევრომაიდნის მოვლენებისას NED-მა დააფინანსა მასმედიის ინსტიტუტი წამქეზებლური ინფორმაციის გასავრცელებლად. NED-მა ასევე დახარჯა ათობით მილიონი დოლარი ისეთი სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა Facebook, X (ყოფილი Twitter) და Instagram, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ეთნიკური დაძაბულობის გასაძლიერებლად და აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური ანტაგონიზმის გასაღვივებლად. ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის დამხობის მცდელობა. 2002 წლის ივლისში NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა განუცხადა მედიას, რომ NED მუშაობდა კონგრესთან, რათა გაეტარებინა აქტივობები რიგი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით და შეეცვალა საზოგადოებრივი აზრი ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის შესახებ, სისტემის დანგრევის მიზნით. 2021 წლის ივლისში გერშმანმა განუცხადა მედიას, რომ NED-ის მიერ დაფინანსებული ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების წყალობით „ტოტალიტარული სისტემა ჩრდილოეთ კორეაში იწყებს ეროზიას და საბოლოოდ ეს გამოიწვევს სისტემის დაშლას“. 2021 წლის მაისში NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთში არსებული აკრძალვისა, NED-მა რუსეთში დააფინანსა ბევრი ორგანიზაციის საქმიანობა და მხარი დაუჭირა დევნილობაში მყოფ რუს ოპოზიციონერებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ეტაპეპზე, როგორიც იყო სახელმწიფო სათათბიროს, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები. NED უკვე დიდი ხანია, შემოჭრილია ევროპაში. ის ახალისებს ტრანსატლანტიზმს ევროკავშირის ინსტიტუტებში, იმავდროულად, თრგუნავს სტრატეგიული ავტონომიის ხმას და აფინანსებს ევროპაში „დამოუკიდებელ მედიას“ აშშ-ს სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის გადახრის მიზნით. აირჩია რა მექსიკა, როგორც მთავარი სამიზნე ქვეყანა, NED-მა მხარი დაუჭირა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა მექსიკელები კორუფციისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ (MCCI) და მექსიკური კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტი (IMCO) და აფერხებდა მექსიკაში ენერგეტიკულ რეფორმას. 2017 წლიდან NED-მა დააფინანსა კუბის მოწინააღმდეგე 54 ორგანიზაცია. წლების განმავლობაში NED-ი აფინანსებდა მეცნიერებსა და ჟურნალისტებს ირანში „დემოკრატიული რეფორმების“ ხელშეწყობისა და ირანის წინააღმდეგ კულტურული ინფილტრაციის განსახორციელებლად“, – ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, ჩინეთის საგარეო უწყების სტატიაში ნათქვამია, რომ „სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრების „დიქტატურად“კლასიფიცირებით NED–მა განაგრძო თავისი ფასეულობების ექსპორტი ამ ქვეყნებში აკადემიური, კულტურული და მედია აქტივობებით“.
„2022 წლის აპრილში და 2023 წლის დეკემბერში სერბეთში ჩატარდა საპრეზიდენტო, ეროვნული ასამბლეის და ადგილობრივი არჩევნები. NED-ი ჩაერია საარჩევნო პროცესში და ყველანაირად ცდილობდა წინასაარჩევნოდ პროამერიკელი ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერას. NED-ი დიდი ხანია აფინანსებს ფილიპინების საინფორმაციო პორტალ Rappler-ს. NED-ის ვებგვერდზე განთავსებული ანგარიშების თანახმად, 2017-დან 2021 წლამდე Rappler-მა მიიღო 786,000 აშშ დოლარის დაფინანსება NED-ისგან. NED-ი დიდი ხანია, აფინანსებს ანტიირანულ ორგანიზაციებს, როგორიცაა ფონდი ირანის დემოკრატიისთვის (FDI), არჩევნების საბოტაჟისთვის. ეს აღიარა ამერიკელმა სამოქალაქო აქტივისტმა კენეტ რ. ტიმერმანმა (FDI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა) თავის სტატიაში. NED-ი დიდი ხანია მხარს უჭერს ანტიჩინურ ორგანიზაციას „იუგურების მსოფლიო კონგრესს“ (WUC), საშუალო წლიური დაფინანსებით 5 მილიონი აშშ დოლარიდან 6 მილიონ აშშ დოლარამდე. 2024 წლის მარტში NED-მა მიიწვია “WUC”-ის ლიდერი თავის ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ჩინეთის ეთნიკური პოლიტიკისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების განვითარების საკითხს. NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში დააფინანსა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში. 2024 წლის მაისში NED-მა გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ. NED-მა დააფინანსა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), რათა ჩაეშვა პროექტის, „ევროპის გაძლიერება CPC-ის დივერსიული ტაქტიკის წინააღმდეგ“ მეორე ფაზა, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას CPC-ის ე.წ. საფრთხის შესახებ დემოკრატიული ღირებულებებისა და ტრანსატლანტიკური სოლიდარობისთვის. NED აფინანსებდა ერაყში საჯარო პოლიტიკის მმართველობის ცენტრს (GCPP), რომელიც აქვეყნებდა ერაყში დემოკრატიული ტრანსფორმაციის ეროვნული ინდექსის ანგარიშს ზედიზედ 6 წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე აძლევდა დაბალ შეფასებას ერაყის დემოკრატიას და ახდენდა მის კლასიფიცირებას ნაწილობრივ ავტორიტარულ, გარდამავალ ქვეყნად. უკრაინის კრიზისის დასაწყისიდან NED-ის მიერ დაფინანსებული „ბელგრადის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ მხარს უჭერდა პროდასავლური დემონსტრანტების პროტესტს და აკრიტიკებდა სერბეთის საგარეო პოლიტიკას. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე NED-ი აფინანსებდა Atlas Network-ის გავლით თურქული ციფრული მედიის პლატფორმა daktilo1984.com-ს და მხარს უჭერდა ამ პლატფორმის აქტივობებს, რომელიც ემსახურებოდა უკმაყოფილების დათესვას, ეთნიკური დაძაბულობის, სოციალურ კონფლიქტებსა და პოლიტიკური უთანხმოების გაღვივებას. NED-მა და USAID-მა დააფინანსეს რამდენიმე უკრაინული ორგანიზაცია, რათა ემუშავათ უკრაინის სოციალური მედიის „ფაქტების შემმოწმებლებად“. მაგრამ ასეთი „ფაქტების შემოწმება“ სინამდვილეში არის ინფორმაციული ფილტრი, რომელიც შეიქმნა აშშ-ს მიერ უკრაინულ ინტერნეტსივრცეში უკრაინელი ხალხის მოსატყუებლად. ყოფილმა ფედერალურმა კონგრესმენმა რონ პოლმა ამას წინათ განაცხადა, რომ NED-მა დახარჯა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული უცხოელი პოლიტიკოსებისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პარტიების მხარდასაჭერად, რაც აშკარად არღვევს აშშ-ს შიდა კანონმდებლობას“, – ნათქვამია სტატიაში.
ასევე, სტატიაში საუბარია, რომ „NED-ი გასცემდა „რბილ ფულს“ უცხო ქვეყნებში არჩევნების დასაფინანსებლად“.
„2006 წლის 29 იანვარს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „აშშ-დან არაერთმნიშვნელოვანმა სიგნალებმა ხელი შეუწყო ქაოსს ჰაიტიში.“ სტატიაში მოთხრობილია, როგორ დაამხო აშშ-ს მთავრობამ NED-ის მეშვეობით ჰაიტის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. 2021 წლის სექტემბერში სტივენ კინზერმა (The New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა) გამოაქვეყნა სტატიები New York Review of Books-ის ვებსაიტზე, სადაც ნატქვამია, რომ NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში, იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს. სტატიებში ნათქვამია, რომ NED-ის დირექტორთა საბჭოს პირველი წევრები ომების გამღვივებლები იყვნენ, ხოლო საბჭოს ამჟამინდელ წევრებს შორის არიან ყოფილი ფედერალური სენატორები, რომლებიც კუბასა და ნიკარაგუაში რეჟიმის ცვლილების ენთუზიასტები არიან. NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს. 2015 წლის 29 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც NED-ი ოფიციალურად დასახელებულია, როგორც „არასასურველი ორგანიზაცია“ და აკრძალა მისი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე. 2018 წელს უნგრულმა მედიამ (Figyelo-მ) შავ სიაში შეიტანა „უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი,“ ადამიანის უფლებათა სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება NED-ის მიერ, უწოდა მათ „სოროსის დაქირავებულები“ და დაადანაშაულა უცხოურ ძალებთან შეთანხმებასა და ქვეყნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაში. 2023 წლის აპრილში NED-მა დაიწყო განაცხადების მიღება უპარტიო, დამოუკიდებელი მედიის დასაფინანსებლად, რომლებმაც უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა და მხარი დაუჭირონ სიტყვის თავისუფლებას. 2016 წელს, ინდოეთის მთავრობამ NED-ი იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ამის მიზეზი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაცემული შემოწირულობი, რომელიც განხორციელდა უცხოური შენატანების რეგულირების აქტის დებულებების დარღვევით. დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საფარქვეშ შეერთებულმა შტატებმა NED-ი გამოიყენა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, ჩარევისა და დივერსიისთვის, რითაც უხეშად დაარღვია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. ასეთი არაპოპულარულ და ამაზრზენ ქმედებებს მტკიცედ გმობს საერთაშორისო საზოგადოება. მსოფლიოს სურს მრავალპოლარულობა და საჭიროა უფრო მეტი დემოკრატია საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს განვითარების გზა, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ რეალობას და მისი ხალხის საჭიროებებს. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია სხვა ქვეყნებს ლექციები უტაროს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მით უმეტეს, გამოიყენოს დემოკრატია და ადამიანის უფლებები სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვის, მათ საშინაო საქმეებში ჩარევისა და იდეოლოგიური დაპირისპირებისთვის. კაცობრიობის საერთო ფასეულობების – მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების წევრები უნდა ჩაერთონ ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე აზრთა გაცვლასა და დიალოგში და ერთად იმუშაონ კაცობრიობის წინსვლისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.