ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ჩინური კომპანიების ჩაგვრაში ადანაშაულებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინური კომპანიების ჩაგვრაში ადანაშაულებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკას მოუწოდებს პატივი სცეს მარკეტის ეკონომიკურ პრინციპებს და შეწყვიტოს დისკრიმინაციული ქმედებები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, განცხადება სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ამერიკის ფედერალურმა სააგენტოებმა ქვეყნის მასშტაბით ჩინური ტელეკომუნიკაციების კომპანია „ჩაინა ტელეკომის“, უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვეს.
როგორც ქვეყნის ფედერალური კომუნიკაციების კომისია აცხადებს, კომპანიის მიერ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის სერვისების ამერიკელებისთვის მიწოდება რისკებთან არის დაკავშირებული. მიზეზად კი ჩინეთის მთავრობის მიერ, ამ კომპანიის მეშვეობით ჯაშუშობის მცდელობების შესაძლებლობას ასახელებენ.
ამასთან ერთად, სააგენტოები არ გამორიცხავენ, რომ „ჩაინა ტელეკომი“ შეიძლება ჩინეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ იყოს.