ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვისაც ჰგონია, რომ ჩინეთი პანდემიით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას გადაიხდის, უბრალოდ ოცნებობს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ტრადიციული ყოველწლიური ბრიფინგისას განაცხადა, რომ აშშ-ის მიდგომა „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და ჩინეთის მიმართ სამწუხაროა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროა ფაქტი, რომ „კოვიდ-19“-ის გარდა ამერიკაში პოლიტიკური ვირუსიც ვრცელდება და ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა ჩინეთს თავს დაესხას
„უმჯობესია, აშშ-მა შეწყვიტოს დროის ფლანგვა. მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩინეთი პანდემიით გამოწვული შედეგებისთვის კომპენსაციის გადახდას აპირებს, ის უბრალოდ ოცნებობს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიფინგისას ვან იმ ასევე დაიცვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და განაცხადა, რომ ქვეყნებმა რომლებაც ორგანიზაციის რჩევები არ გაითვალისწინეს, ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობენ.