ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთს აშშ-სთან დაპირისპირების არ შეეშინდება
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთს აშშ-სთან დაპირისპირების არ შეეშინდება

ჩინეთს აშშ-სთან დაპირისპირების არ შეეშინდება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არსებული უთანხმოებების პარალელურად, პეკინი მიესალმება თანამშრომლობას, თუ ის ორმხრივად მომგებიანი, ხოლო კონკურენცია დადებითი იქნება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გასული წლის კონფლიქტებმა და დაპირისპირებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფუნდამენტური მიზეზი, რის გამოც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს შეექმნა სერიოზული სირთულეები და მრავალი გამოწვევა, არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიულად არასწორი შეფასება გააკეთა ჩინეთისა და ჩინეთ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ.

„აშშ-ში ზოგიერთ ადამიანს არ სურს, აღიაროს, რომ სხვა ქვეყნებს აქვთ განვითარების უფლება. არ სურთ, მიიღონ ის ფაქტი, რომ ჩინეთი მუდმივად იზრდება და პროგრესირებს. არ სურს დათანხმდეს, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ, მიაღწიონ ორმხრივ სარგებელს, მომგებიან შედეგებს და ცდილობენ, შექმნან ბანდები ჩინეთის შეკავებისა და ჩახშობის მიზნით“, – განაცხადა ვან იმ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ტაივანის საკითხზე და განაცხადა, რომ ტაივანი მოხეტიალეა, რომელიც საბოლოოდ შინ დაბრუნდება.