ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს განვითარების გზას
საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუნ ვეიტუნგი დაესწრო.
სუნ ვეიტუნგმა მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და განაცხადა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის, 32 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება, ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა.
მისივე თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს განვითარების იმ გზას, რომელიც მისი ქვეყნის მდგომარეობას შეესაბამება და მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი ურთიერთთანხმობის განსახორციელებლად, ხელი შეუწყოს „სარტყლისა და გზის“ ერთობლივ ხარისხიან მშენებლობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას და ახალ ეტაპზე გადაიყვანოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები.