ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მზად არის, გააძლიეროს კოორდინაცია რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებში
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მზად არის, გააძლიეროს კოორდინაცია რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებში

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა.

შოიგუს თქმით, მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობები თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მაგალითია.

„რუსეთისა და ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა თანამედროვე მსოფლიოში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მაგალითია. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, ნდობის, შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და საკვანძო საკითხებში მხარდაჭერის პრინციპებს“, – განაცხადა შოიგუმ.

თავის მხრივ, ვანგ იმ თქვა, რომ ჩინეთი მზად არის, გააძლიეროს კოორდინაცია რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებში.

„წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წელი აღვნიშნეთ. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წელს სამჯერ შეხვდნენ და მიაღწიეს უამრავ სტრატეგიულ შეთანხმებას“, – აღნიშნა ვანგ იმ.