ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-სა და ჩინეთს აქვთ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები და გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა გადაჭრან, ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი, შევამციროთ გაუგებრობა
აშშ-სა და ჩინეთს აქვთ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები და გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა გადაჭრან, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის და ჩინეთს უნდა ჰქონდეთ დიალოგი და შეამცირონ გაუგებრობა.
„ჩინეთი და აშშ ორი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს უთანხმოება, განსხვავებები. ამავე დროს, ჩვენ ვიზიარებთ მნიშვნელოვან საერთო ინტერესებს და ვდგებით გამოწვევების წინაშე, ამიტომ ჩინეთსა და აშშ-ს უნდა ჰქონდეთ დიალოგი. ის არა მხოლოდ უნდა განახლდეს, არამედ უნდა იყოს სიღრმისეული და ყოვლისმომცველი, შევამციროთ გაუგებრობა და არასწორი შეფასება“, – განაცხადა ვანგ იმ.
ვანგ ის განცხადების საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ სრულიად ეთანხმება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
ვანგ ი ვაშინგტონში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.