ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანში სეპარატიზმის მხარდაჭერა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანში სეპარატიზმის მხარდაჭერა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანში სეპარატიზმის მხარდაჭერა. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ცინ განმა ჩინეთში აშშ-ის ელჩთან, ნიკოლას ბერნსთან შეხვედრაზე თქვა, რომ ვაშინგტონი სათანადოდ უნდა მიუდგეს ტაივანის საკითხს, შეწყვიტოს ერთი ჩინეთის პრინციპის განადგურება, შეწყვიტოს ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა.

ჩინელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა, აშშ-მა პატივი სცეს ჩინეთის წითელ ხაზებს და შეწყვიტოს მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დარღვევა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-მა შეაფერხა პოზიტიური იმპულსი ჩინეთთან, რომელსაც მიაღწიეს ორი ქვეყნის ლიდერებმა ბალიში შეხვედრისას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაცია უმთავრესი პრიორიტეტია.

ცინ განმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში ჩინეთი მტკიცედ დაიცავს ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, როგორც ამას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს.