ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ი თუ ასე შეშფოთებულია მუსლიმთა უფლებებით, რატომ ახდენს მუდმივ პროვოცირებას ან მხარს უჭერს ომებს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი
შეერთებული შტატები თუ ასე შეშფოთებულია მუსლიმთა უფლებებით, რატომ ახდენს მუდმივ პროვოცირებას ან მხარს უჭერს ომებს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ თურქთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების საკითხებზე პოლიტიკური მანიპულირება რამდენიმე ქვეყნის მიერ, როგორიცაა შეერთებული შტატები, სულ უფრო არაპოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.
„მუსლიმური ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დიდი ხანია დაინახა შეერთებული შტატების ხრიკები და ესმის, რომ ის უბრალოდ იყენებს ადამიანის უფლებებს ჩინეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის საბაბად. შეერთებული შტატების და მისი მიმდევრების ასეთმა ქმედებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მსოფლიოს წინაშე მათი ორმაგი სტანდარტები ადამიანის უფლებათა საკითხებში. შეერთებული შტატები თუ ასე შეშფოთებულია მუსლიმთა უფლებებით, რატომ ახდენს მუდმივ პროვოცირებას ან მხარს უჭერს ომებს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, რამაც გამოიწვია მრავალი უდანაშაულო მუსლიმის მსხვერპლი? რატომ ხუჭავს თვალს არაბი ხალხის წინაშე მდგარ ისტორიული უსამართლობაზე და არ უჭერს მხარს პალესტინას გახდეს გაერო-ს სრულუფლებიანი წევრი? რატომ ვერ ასრულებს თავის კუთვნილ როლს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზიდან სრული სამხედრო გაყვანის საქმეში?” – განაცხადა ვან იმ.