ჩინეთის საელჩო - 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთის სავიზო მოსაკრებელი შემცირდება
ჩინეთსა და უცხო ქვეყნებს შორის მოგზაურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ჩინეთის საელჩო 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეამცირებს ჩინეთის სავიზო მოსაკრებელს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.
„შემცირებული სავიზო მოსაკრებელი იქნება: ერთჯერადი ვიზა – 45 ლარი, ორჯერადი ვიზა – 70 ლარი, ნახევარწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 90 ლარი, ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 135 ლარი, ორწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 135 ლარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საელჩოს ცნობით, 11 დეკემბრამდე ჩაბარებულ განაცხადებზე სავიზო მოსაკრებელზე კვლავ თავდაპირველი რეგულაციები იმოქმედებს. დაჩქარებულ სერვისზე საბუთების ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტს მოუწევს დამატებითი საფასურის გადახდა.