ჩინეთის ქალაქ ცინდაოდან აზერბაიჯანში პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა, რომლის ტვირთის ნაწილი თბილისში ჩამოვა
ჩინეთის ქალაქ ცინდაოდან აზერბაიჯანში პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა, რომლის ტვირთის ნაწილი თბილისში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია კომპანია, „ადი კონტეინერზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ჩინეთის ქალაქ ცინდაოდან 50 კონტეინერი ყაზახეთის პორტ აქტაუში, შემდეგ კი ბაქოში ჩავა. მოგვიანებით 15 კონტეინერი თბილისში გაიგზავნება.
პროექტი ხორციელდება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კონსორციუმში შემავალი კომპანიების თანამშრომლობით. 2021 წელს, ჩინეთიდან აზერბაიჯანში 50-მდე საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა იგეგმება.