ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მდებარე აშშ-ის საკონსულო დაიხურა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დიპლომატებმა საკონსულოს შენობა უკვე დატოვეს.
შენობიდან მოხსნეს აშშ-ის დროშაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, საკონსულო 35 წლის განმავლობაში ამერიკელ და ჩინელ ხალხებს შორის ურთიერთობის ცენტრი იყო.
„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ჩინეთის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით და ვეცდებით, ამ მნიშვნელოვანი რეგიონის ხალხთან კონტაქტი ჩინეთში ჩვენი სხვა პოსტების მეშვეობით შევინარჩუნოთ“, – ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.