ჩინეთის პროვინცია ხუბეიში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
ჩინეთის პროვინცია ხუბეიში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის პროვინცია ხუბეიში ახალი კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.

9 აპრილის მონაცემებით, ჩინეთში “კოვიდ 19”-ის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უმეტეს შემთხვევაში ვირუსი ჩინეთში უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდასტურდათ.

ჩინეთის შიგნით ვირუსის გადაცემის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, ჩინეთის მთავრობის მიერ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირებული 56 ასიმპტომური პაციენტი, რომელთაც დაავადების ნიშნები არ აქვთ.

ჩინეთში 9 აპრილის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსი სულ 81 865 ადამიანს დაუდასტურდა.