ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა. ეს ჩინეთის პრეზიდენტის მეხუთე ვიზიტია ყაზახეთში.
ასტანის აეროპორტში მას ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი დახვდა.
სი ძინპინი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს 24-ე სხდომას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი მოლაპარაკებებს გამართავს ყაზახ კოლეგასთან, საუბრის მთავარი თემები იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ძირითად სფეროებში თანამშრომლობა და რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.
პრეზიდენტები განიხილავენ ახალ გეგმებს ჩინეთ-ყაზახეთის მუდმივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის.
ყაზახეთი ჩინეთის პრეზიდენტის ცენტრალურაზიური ტურნეს პირველი ქვეყანაა. ყაზახეთიდან სი ძინპინი ტაჯიკეთს ეწვევა.