ჩინეთის ლიდერმა პეკინში ვიზიტით მყოფ ვლადიმერ პუტინს მეგობრობის მედალი გადასცა
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პეკინში ვიზიტით მყოფ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მეგობრობის მედალი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ჩინეთის პირველი მეგობრობის მედალი.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დაჯილდოებისას სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს „საუკეთესო მეგობარი“ უწოდა და ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობებზე ისაუბრა.
პუტინი ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. სამიტი 9-10 ივნისს ჩინეთის საპორტო ქალაქ ცინდაოში გაიმართება
„არ აქვს მნიშვენლობა, რა ცვლილებები ვითარდება საერთაშორისო არენაზე, ჩინეთი და რუსეთი ყოველთვის მტკიცედ ავითარებენ თავიანთ ურთიერთობებს როგორც პრიორიტეტს“, – განუცხადა სი ძინ პინმა ვლადიმერ პუტინს.
„პრეზიდენტ პუტინი დიდი ქვეყნის ლიდერია, რომელსაც მსოფლიოში გავლენა გააჩნია. ის ჩემი საუკეთესო, უახლოესი მეგობარია“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.