ჩინეთის ერთ-ერთ ბარში ჭერის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა
ჩინეთის ერთ-ერთ ბარში ჭერის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.
მათგან 52-ს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული, 12 მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.
ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ნანგრევებში მოყოლილთა ზუსტი ოდენობა უცნობია.
მაშველებმა შენობის მე-3 სართულზე განთავსებული ბარიდან 65 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.