ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს 1 600-ზე მეტი შენობა დაზიანდა. მათგან რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება.
ახლა ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობისთვის დროებითი კარვების დამონტაჟებას გეგმავს.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მიწისძვრა გირინის პროვინციაში, ნინძიანის რაიონში მოხდა. ძლიერი რყევები იგრძნეს ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ქალაქებშიც. სტიქიამ ქალაქში ნგრევასთან ერთად ფიჭური საკომუნიკაციო სისტემის დაზიანება გამოიწვია. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სეისმოლოგიურმა ცენტრმა 100-მდე განმეორებითი ბიძგი დააფიქსირა.