ჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში კარანტინის რეჟიმში 31 მოქალაქე რჩება
ჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში კარანტინის რეჟიმში 31 მოქალაქე რჩება

საქართველოში, ჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში კარანტინის რეჟიმში ამ დროისათვის 31 მოქალაქე რჩება.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, სამი მოქალაქე საკუთარ სახლში განაგრძობს კარანტინის გავლას.

როგორც ქამუშაძე განმარტავს, მოქალაქეების გაშვებამდე მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლა და იმის გარკვევა მოხდა, რამდენად შეძლებდნენ ისინი საკუთარ სახლებში კარანტინის გავლას.

რაც შეეხება დარჩენილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ ეპიდემიოლოგები ზედამხედველობენ და ვირუსის ნიშნები არც ერთ მათგანს უფიქსირდება.