ჩინეთი უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად სამშვიდობო გეგმის საკუთარ 12-პუნქტიან ვერსიას აქვეყნებს
ჩინეთი უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად სამშვიდობო გეგმის საკუთარ 12-პუნქტიან ვერსიას აქვეყნებს

ჩინეთი უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად სამშვიდობო გეგმის საკუთარ 12-პუნქტიან ვერსიას აქვეყნებს, სადაც პირველივე პუნქტში ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აუცილებლობაზეა საუბარი.

ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მოიცავს შემდეგ პუნქტებს: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა; ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა; საომარი მოქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრა; სამოქალაქო მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; ბირთვული ელექტროსადგურების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა; სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის მხარდაჭერა; ომის შემდგომ აღდგენაში თანამშრომლობა.

ჩინეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მნიშვნელოვანია მოსკოვისა და კიევის შემხვედრი ნაბიჯების მხარდაჭერა პირდაპირი დიალოგის სწრაფად აღდგენის, ვითარებაში დაძაბულობის თანდათანობით შემცირებისა და საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის სასარგებლოდ“.

გარდა ამისა, ჩინეთის პოზიციით, „ცალმხრივი სანქციები და მაქსიმალური ზეწოლა პრობლემას ვერ გადაჭრის, ისინი მხოლოდ ახალ პრობლემებს ქმნიან“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ატომური იარაღის გამოყენება“ მიუღებელია.